Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სამუშაო ვიზიტად გაემართა აშშ-ში. ამის თაობაზე პოროშენკოს პრეს-მდივანი, სვიატოსლავ ცეგოლკო იტყობინება. ვიზიტის კონკრეტული მიზნები უცნობია. 15 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაველ კლიმკინი იტყობინებოდა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის მომზადების შესახებ. პოროშენკოს და ტრამპის შეხვედრის თემა იქნება მინსკის მოლაპარაკება და ორმხრივი ურთიერთობა უკრაინასა და აშშ-ს შორის, განაცხადა პიმკინმა. წელს, თებერვალში, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG