Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ „ტერორისტები“ გააფრთხილა


ირანის ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ გააფრთხილა „ტერორისტები“, რომ ყოველ მომავალ თავდასხმას ირანის წინააღმდეგ პასუხი მოჰყვება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გვარდიის წარმომადგენელმა, რამაზან შარიფმა 19 ივნისს განაცხადა ამის თაობაზე. ირანის ელიტურმა ჯარმა რაკეტები დაუშინა ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს სირიაში მას მერე, რაც თეირანში მოხდა ტერაქტები, რომელთათვის პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. თეირანში ამ ტერაქტების შედეგად 18 ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG