Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისეს მინდვრებზე პოლიციის მიკროავტობუსს ავტომაქანა შეეტაკა


პარიზში, ელისეს მინდვრებზე პოლიციის მიკროავტობუსს შეეტაკა ავტომაქანა, რომლის საჭესთან შეიარაღებული პირი იჯდა. შედეგად საფრანგეთის დედაქალაქი ერთ-ერთი უმთავრესი ქუჩა გადაიკეტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პიერ-ანრი ბრანდეს თქმით, მძღოლი მოკვდა. მისი თქმით, ჩანს, თავდამსხმელი განზრახ მოქმედებდა. პოლიციამ აღძრა საქმე, რომელსაც ბრანდეტის თქმით, გამოიძიებს ანტიტერორისტული დეპარტამენტი და საფრანგეთის საშინაო უსაფრთხოების სამსახური. პოლიციის თქმით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. საფრანგეთში ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობაა არაერთი სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის შედეგად.

XS
SM
MD
LG