Accessibility links

ტერეზა მეი გმობს ლონდონში მეჩეთთან მოწყობილ „საზიზღარ“ თავდასხმას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გმობს ლონდონში მეჩეთთან მოწყობილ თავდასხმას, როგორც აღმსარებლობის თავისუფლების მოსპობის "საზიზღარ" მცდელობას. ტერეზა მეი საგანგებო განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც წუხელ, ადგილობრივი დროით ღამის 12:15 საათზე ავტომანქანა დაეჯახა ლონდონში, მეჩეთის მახლობლად მდგომ ხალხს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 10 ადამიანი. ყველა მსხვერპლი მუსლიმია. „ეს იყო მუსლიმებზე თავდასხმა მათი სალოცავის მახლობლად. როგორც ტერორიზმის ყველა ფორმას, ამასაც იგივე მიზანი აქვს: ის ცდილობს ჩვენს გახლეჩას, სოლიდარობისა და მოქალაქეობის იმ ძვირფასი კავშირების გაწყვეტას, რომლებიც ამ ქვეყანაში გვაკავშირებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ!“ - განაცხადა ტერეზა მეიმ მეჩეთთან მომხდარი სავარაუდო ტერაქტის შემდეგ. ლონდონის პოლიციის ცნობით, დააკავეს 47 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ტერორისტულ დანაშაულში. ტერეზა მეის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი მარტო მოქმედებდა და, საჭიროების შემთხვევაში, პოლიცია გააძლიერებს მეჩეთების დაცვას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG