Accessibility links

ნატომ ჩაატარა სამხედრო წვრთნები პოლონეთში, ლიტვასთან საზღვრის მახლობლად


ნატომ ჩაატარა პირველი სამხედრო წვრთნები პოლონეთში, ლიტვასთან მოსაზღვრე რეგიონში, რომელიც რუსეთის კუთვნილ კალინინგრადის ოლქსა და რუსეთისვე მოკავშირე ბელორუსიას შორის მდებარეობს. ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე მანევრებს მიიჩნევს „ძლიერი გზავნილად“, რომ ნატო მზად არის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 17-18 ივნისის სამხედრო მანევრებში მონაწილეობდა 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და ხორვატიიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ხედავენ მოსკოვის მხრიდან აგრესიის საფრთხეს. პოლონეთ-ლიტვის საზღვართან სამხედრო წვრთნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა, ბელორუსიამ და სერბიამ ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო მანევრები ბელორუსიაში, პოლონეთთან საზღვრის მახლობლად.

XS
SM
MD
LG