Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობისათვის ბრძოლას აპირებს


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი, თბილისის მერობისათვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ მან 19 ივნისს განაცხადა „რუსთავი 2”-ის ეთერში და მაყურებლებს დაემშვიდობა. უდუმაშვილი ამბობს, რომ გაიარა „ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა“ და ახლა აპირებს თბილისის მერის არჩევნებში დაამარცხოს „ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი“. საქართველოში წელს შემოდგომაზე გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები. ორიოდე კვირის წინ, 7 ივნისს, უდუმაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობისაგან“ მიიღო შეთავაზება თბილისის მერის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ. მაშინ მან თქვა, რომ დრო ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად, იყრიდა თუ არა კენჭს და, ამასთან, იქნებოდა დამოუკიდებელი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.

XS
SM
MD
LG