Accessibility links

დონალდ ტრამპი გმობს ჩრილოეთ კორეას ამერიკელი სტუდენტის სიკვდილის გამო


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას გმობს, როგორც „სასტიკ რეჟიმს“ მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ამერიკელი სტუდენტი, ოტო უორმბირი, რომელმაც 17 თვე დაჰყო ჩრდილოეთ კორეის ციხეში. ფხენიანმა გასულ კვირაში დაუბრუნა შეერთებულ შტატებს უორმბირი და გამოაცხადა, რომ ის მთელი წელი კომაში იყო. დონალდ ტრამპის თქმით, სტუდნტის სიკვდილმა გააძლიერა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, თავიდან იქნეს აცილებული, რომ უდნაშაულო ხალხს ასეთი ტრაგედიები დაატყდეს რეჟიმებისაგან, რომლებიც „პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას და არც ელემენტარულ ადამიანობას“. „ოტო უორმბირი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მან წელიწადნახევარი დაჰყო ჩრდილოეთ კორეაში. ბევრი ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ის მაინც შევძელით, რომ სახლში დაგვებრუნებინა, მშობლებთან. მათ ისე გაუხარდათ შვილის ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო... მაგრამ ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ეს არის სასტიკი რეჟიმი და ჩვენ რაღაცნაირად მოვაგვარებთ ამ საკითხს“, - განაცხადა ტრამპმა 19 ივნისს ვაშინგტონში. უორმბირი 2016 წლის იანვარში დააკავეს, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას, და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, როგორც მან აღიარა, პროპაგანდისტული მასალის მოპარვისათვის. ამერიკელი ექიმების შეფასებით, მას მიღებული ჰქონდა "ძლიერი ნევროლოგიური ტრავმა", რომლის მიზეზიც ჯერ არ დაუდგენიათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG