Accessibility links

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზასთან მოკლეს რვა ავღანელი მცველი


ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს რვა ავღანელი მცველი ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან. ბაგრამის რაიონის გუბერნატორის, აბდულ შუქურ ყუდოზის ინფორმაციით, ამავე თავდასხმისას დაიჭრა კიდევ ორი მცველი. ბაგრამის ბაზის მცველები ავტომანქანებში ისხდნენ, როცა 19 ივნისის საღამოს მათ თავს დაესხნენ დაუდგენელი შეიარაღებული პირები ბაზიდან, დაახლოებით, ერთ კილომეტრში. ბაგრამის გუბერნატორის თქმით, მცველების ათკაციანი ჯგუფი სამუშაოდ მიდიოდა. თალიბანმა იკისრა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG