Accessibility links

ქაბულში მსხვერპლი მოჰყვა პოლიციელებთან დემონსტრანტების შეტაკებას


ქაბულში სამართალდამცველებმა აიღეს კარავი, რომელიც დემონსტრანტებმა აღმართეს ქალაქში დაუცველობის პრობლემის გასაპროტესტებლად. კარვის აღებას მოჰყვა პოლიციელებთან შეტაკება, რომლის დროსაც, სულ ცოტა, ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. ქაბულში დაძაბული ვითარებაა მას შემდეგ, რაც 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 31 მაისს ქალაქის ცენტრში, დანაღმული სატვირთო მანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად. ეს იყო ერთი თავდასხმის ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ქაბულში 2001 წლის შემდეგ. დაუცველობის გამო გაჯავრებულმა ხალხმა საპროტესტო კარავი აღმართა თავისხმის ადგილთან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობის გადადგომას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG