Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი კმაყოფილია ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრით


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ კმაყოფილია ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრით. ეს ცნობა შეხვედრის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსმა". შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა პოროშენკოს. იმავე დღეს, 20 ივნისს, აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთსა და უკრაინელ სეპარატისტებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ახალი სანქციები მიმართულია იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან. სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი შეასრულებს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. რაც შეეხება ტრამპთან პოროშენკოს შეხვედრას, ის წინ უსწრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტრამპის შეხვედრას 7-8 ივლისს ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს. როგორც პოროშენკოს ადმინისტრაცია იუწყება, მან 19 ივნისს ვაშინგტონში განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ უკრაინის პრეზიდენტი უფრო ადრე ეწვევა თეთრ სახლს, ვიდრე გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა პუტინთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG