Accessibility links

საუდის არაბეთის მეფემ თავისი ვაჟიშვილი დაასახელა ტახტის მემკვიდრედ


საუდის არაბეთის მეფე სალმანმა თავისი ვაჟიშვილი, მუჰამად ბინ სალმანი დაასახელა ტახტის მემკვიდრედ ბრძანებულებით, რომელსაც საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ მონარქმა პირველობა ჩამოართვა ძმისშვილს, 57 წლის მუჰამად ბინ ნაიეფს, რომელიც აქამდე იყო ტახტის მემკვიდრე და მის ნაცვლად შეარჩია 31 წლის შვილი, მუჰამად ბინ სალმანი - აქამდე მეორე ადგილზე ტახტის მემკვიდრეთა შორის. მუჰამად ბინ სალმანი ამავე დროს დასახელდა ვიცე-პრემიერად და ინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს. მუჰამად ბინ სალმანს, ცნობების თანახმად, მჭიდრო კავშირები აქვს შეერთებულ შტატებთან და მიჩნეულია ერთ-ერთ გავლენიან პირად სამეფოში. დუბაიში დაფუძნებულ ტელევიზია „ალ-არაბიას, ცნობით, ბინ სალმანის დანიშვნას მხარი დაუჭირა სამეფოს ერთგულთა საბჭომ. მისი წევრებიდან 34 მიემხრო ცვლილებას, წინააღმდეგი იყო 31.

XS
SM
MD
LG