Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იწყებს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იწყებს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას. უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. თავდაპირველი ვერსიით, მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, უმრავლესობის წევრთა ნაწილის, ძირითადად, მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო, 2024 წლისთვის გადაიდო. დღეს, ათზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუღებელი და გაუმართლებელია მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მიდგომა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უმრავლესობასთან არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობას, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითია და თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმატების მიუხედავად, არსებითი ცვლილებების მიღწევა ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG