Accessibility links

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა განიხილავს კანონპროექტს რუსეთისა და ირანის საწინააღმდეგო ახალ სანქციებზე


აშშ-ის სენატის ლიდერები წარმომადგენელთა პალატას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს სენატში დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ახალ სანქციებს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ. კანონპროექტი 20 ივნისს წარუდგინეს წარმომადგენელთა პალატას. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯონ მაკკეინის აზრით, წარმომადგენლებმა შეძლებისადგვარად მალე უნდა დაამტკიცონ სანქციები, რომლებითაც კანონმდებლები რეაგირებენ, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე. ვარაუდობენ, რომ წარმომადგენელთა პალატა დიდი უმრავლესობით მიემხრობა ახალ სანქციებს, როგორც ეს გასულ კვირაში გააკეთა სენატმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG