Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და რუსეთის თვითმფრინავებმა ერთმანეთს სახიფათოდ ახლოს ჩაუფრინეს ბალტიის ცაში


რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა და აშშ-ის მზვერავმა თვითმფრინავმა ერთმანეთს სახიფათოდ ახლოს ჩაუფრინეს ბალტიის ზღვის თავზე. ინციდენტს, რომელიც 19 ივნისს მოხდა, „საფრთხის შემცველი“ უწოდეს ამერიკელმა სამხედროებმა. პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის თვითმფრინავი მიუახლოვდა რს-135 ტიპის ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს, როცა ის საერთაშორისო სივრცეში იმყოფებოდა ისე, რომ შეერთებული შტატების თვითმფრინავს არ მოუხდენია ასეთი ქმედების პროვოცირება. პენტაგონის პრესმდივანს არ დაუდასტურებია ამერიკის მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ორი თვითმფრინავი 1,5 მეტრამდე მიუახლოვდა ერთმანეთს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს - აცხადებს, რომ ამერიკული თვითმფრიანავი „პროვოკაციულად“ მიუახლოვდა რუსეთის სუ-27 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.

XS
SM
MD
LG