Accessibility links

დადგენილია ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილის ვინაობა


ბელგიის პროკურატურა აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში აფეთქების მოწყობაში, იყო 36 წლის მაროკოელი. პროკურატურის წარმომადგენელმა ერიკ ვან დერ სიპტმა ეჭვმიტანილის ასაკთან და მოქალაქეობასთან ერთად დაასახელა მისი ინიციალებიც, ო.ზ. ვარაუდობენ, რომ ის 20 ივნისის საღამოს რკინიგზის სადგურში აპირებდა ბომბის აფეთქებას, მაგრამ მოწყობილობა, რომელშიც ლურსმნები იყო ჩადებული, მხოლოდ ნაწილობრივ აფეთქდა, რის შემდეგაც მამაკაცი ერთ-ერთ ჯარისკაცს მივარდა შეძახილით "ალაჰუ აკბარ" - არაბულად, "დიდი არს ღმერთი". ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა თავდამსხმელი. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში 21 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ცენტრალურ სადგურში თავიდან იქნა აცილებული ტერორისტული თავდასხმა. „გზავნილი, რომელიც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო არის ის, რომ ტერორისტებს არ მივცემთ ჩვენი დაშინების უფლებას! გზავნილი, რომლის გამეორებაც მინდა, არის ის, რომ განვაგრძობთ, რამდენადაც შეიძლება, ნორმალურ ცხოვრებას იმის რწმენით, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ უნდა გავაძლიეროთ უშიშროების სამსახურების შესაძლებლობები, მაგრამ გვსურს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, გვსურს დავიცვათ დემოკრატია, გვსურს დავიცვათ კანონის უზენაესობა - შეძლებისდაგვარად, ნორმალური ცხოვრებით“, - განაცხადა ბელგიის პერმიერ-მინისტრმა. მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბომბი ჰგავდა მოწყობილობებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა 2016 წლის მარტში, როცა ბრუსელის აეროპორტში და მეტროში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG