Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი შეუდგა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეუდგა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას. შემუშავებული დოკუმენტით, ყალიბდება საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს. ეს პრინციპებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. თავდაპირველი ვერსიით, მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, უმრავლესობის წევრთა ნაწილის, ძირითადად, მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო, 2024 წლისთვის გადაიდო. 21 ივნისს ათზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც "მიუღებელს" და "გაუმართლებელს" უწოდებენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე. 20 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესია არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მასზე უარი თვისებრივად ცვლის „კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და რომელიც განიხილა ასევე ვენეციის კომისიამ“.

XS
SM
MD
LG