Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სირიაში ჩამოაგდო ირანში დამზადებული შეიარაღებული დრონი


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირიაში ჩამოაგდეს ირანში დამზადებული შეიარაღებული დრონი ამერიკელების სამხედრო გარნიზონის მახლობლად. ინციდენტი 20 ივნისს მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში. პენტაგონის განმარტებით, ფ-15 ტიპის თვითმფრინავმა სირიის საჰაერო სივრცეში ესროლა შაჰიდ-129 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს, რომელმაც მტრული განზრახვა გამოავლინა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციურ ძალებს მიუახლოვდა. ინციდენტის ფონია რუსეთის მორიგი პროტესტი სირიის მოკავშირეების წინააღმდეგ აშშ-ის მოქმედების გამო. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, მისივე განცხადებით, შიშობს, რომ ინციდენტები შესაძლოა „ძალიან სახიფათო“ იყოს და ომის ესკალაცია გამოიწვიოს. ბოლო ინციდენტი მოხდა სირიის რეგიონში, რომელსაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სირიის მთავრობა და ირანი. თეირანი ცდილობს სახმელეთო დერეფნის შექმნას ძალებისათვის, რომლებსაც სირიასა და ერაყში ეხმარება.

XS
SM
MD
LG