Accessibility links

აშშ და ჩინეთი მსჯელობენ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ საფრთხეზე


ვაშინგტონში იმართება შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მოლაპარაკება საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამას და ბალისტიკურ რაკეტებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი მასპინძლობენ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრს, იან იეჩისა და გენერალ ფან ფენუის, რომელიც ჩინეთის სახალხო გათავისუფლების არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსია. ვაშინგტონის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წარუმატებელი გამოდგა ჩინეთის ძალისხმევა, დაარწმუნოს ჩრდილოეთი კორეა შეიარაღების პროგრამის შეკვეცის საჭიროებაში. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტილერსონი და მატისი ცდილობენ, განავითარონ ჩინეთთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის საფრთხესთან დაკავშირებული პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG