Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 30-მდე ადამიანი დაიღუპა ბანკთან მოწყობილი აფეთქების შედეგად


ავღანელი ოფიციალური პირის ცნობით, 29 ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, დანაღმული ავტომანქანით ბანკთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელი, ომარ ზუაკი ამბობს ასევე, რომ დაიჭრა 50 ადამიანი. დაღუპულებს შორის არიან სამოქალაქო პირები და უშიშროების ძალების წევრები. ზუაკის ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა მაშინ, როცა ბანკთან ხელფასის ასაღებად შეიკრიბნენ ავღანელი პოლიციელები და ჯარისკაცები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG