Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა სამწუხარო უწოდა ოპოზიციის გადაწყვეტილებას


საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა სამწუხარო უწოდა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვაში. თამარ ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციის შემუშავების პროცესი მძიმე იყო. „ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბევრი რამ დავთმეთ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებითაც უამრავი რამ გავითვალისწინეთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საბოლოოდ შეიქმნა სიტუაცია, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები. თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ოპოზიციის მიზანი. რაც შეეხება პროცესის ლეგიტიმურობას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად, სამართლებრივად აქვს გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმური უფლება.

XS
SM
MD
LG