Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში დააკავეს ტერაქტის მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი


ბელგიაში დააკავეს ბრიუსელში ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში ტერაქტის მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“. 21 ივნისს ბელგიის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რკინიგზის სადგურში ძლიერი აფეთქების მოწყობა სცადა 36 წლის მაროკოელმა მამაკაცმა, რომელიც მანამდე არ იყო შემჩნეული ექსტრემისტებთან კავშირში. მან სამშაბათ საღამოს სცადა ჩემოდანში ჩადებული ბომბის აფეთქება, მაგრამ ბომბი მხოლოდ ნაწილობრივ აფეთქდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკლეს ადგილზე მყოფმა ჯარისკაცებმა. ინციდენტს სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG