Accessibility links

გაერო: 2050 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობა 9,8 მილიარდამდე გაიზრდება


გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა, რომელიც ამჟამად 7,6 მილიარდს აღწევს, 2050 წლამდე 9,8 მილიარდამდე გაიზრდება. მატების ნახევარი ინდოეთზე, პაკისტანსა და კიდევ შვიდ ქვეყანაზე მოდის. გაერომ 21 ივნისს წარმოადგინა ეს პროგნოზი. ინდოეთი, სადაც ახლა 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მოსალოდნელია, რომ შვიდ წელიწადში გახდება მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა, ანუ გადაასწრებს ამჟამინდელ ლიდერს, ჩინეთს 1,4 მილიარდიანი მოსახლეობით. მართალია, ნაყოფიერება მსოფლიოს უდიდეს ნაწილში იკლებს, მაგრამ ყველაზე დაბალგანვითარებულ 47 ქვეყანაში ნაყოფიერების მაღალი მაჩვენებელია, რაც მსოფლიოში ადამიანების რაოდენობის ზრდას იწვევს. შესაბამისად, მოელიან, რომ აფრიკის 26 ქვეყანაში მოსახლეობა, სულ ცოტა, გაორმაგდება მაინც 2050 წლამდე. ამავე დროს, ევროპაში, იაპონიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში გაგრძელდება მოსახლეობის დაბერება და შემცირება.

XS
SM
MD
LG