Accessibility links

მოსულში დაანგრიეს ცნობილი მეჩეთი, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა "სახალიფო" გამოაცხადა


ალ-ნურის დიდი მეჩეთის ნანგრევები

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულში დაანგრია ცნობილი მეჩეთი, რასაც ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალ-აბადი უწოდებს „დამარცხების ოფიციალურ დეკლარაციას“. ერაყის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 21 ივნისის საღამოს ექსტრემისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ააფეთქეს ალ-ნურის დიდ მეჩეთში მაშინ, როცა მათი მეომრები იბრძოდნენ ერაყის მთავრობის მომხრე ჯარისკაცების იერიშის შესაჩერებლად. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლ კოალიციაში, ბრეტ მაკგარკმა 22 ივნისს გააკეთა განცხადება მომხდარზე: „2014 წლის ივნისში მოსული, თითქმის ორმილიონიანი ქალაქი, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიპყრო და მისმა ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სახალიფო გამოაცხადა მოსულის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეჩეთიდან, ალ-ნურის დიდი მეჩეთიდან.

ალ-ნურის დიდი მეჩეთის მინარეთი დანგრევამდე, 24 მაისი 2017 წ.
ალ-ნურის დიდი მეჩეთის მინარეთი დანგრევამდე, 24 მაისი 2017 წ.

წუხელ, როცა ერაყის უშიშროების ძალები მეჩეთს უახლოვდებოდნენ და 100-ოდე მეტრში იდგნენ, ისლამურმა სახელმწიფომ ის ააფეთქა. მეჩეთი, რომელიც იქ მე-12 საუკუნიდან იდგა, „ისლამურმა სახელმწიფომ" ააფეთქა“-, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კონფერენციაზე ისრაელში. მოსულის ალ-ნურის დიდი მეჩეთი არის მორიგი ისტორიული ძეგლი, რომელიც ისლამისტმა ექსტრემისტებმა გაანადგურეს ერაყსა და სირიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG