Accessibility links

მოსკოვში პოლიციამ დააკავა ნავალნის საარჩევნო შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი


მოსკოვში პოლიციამ დააკავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი. მას ადანაშაულებენ 12 ივნისს მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე უნებართვოდ აქციის ორგანიზებაში. მან ტვიტერში დაწერა, რომ გამოძახებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ის მოსკოვის სიმონოვსკის სასამართლოში მიჰყავთ. წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ ვოლკოვი გამოიძახეს დაკითხვაზე საზოგადოებრივი ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის საქმეზე. ნავალნიმ და მისმა გუნდმა 11 ივნისს მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ მოსკოვში აკადემიკოს სახაროვის პროსპექტის ნაცვლად ცენტრში, ტვერის ქუჩაზე ჩაეტარებინათ 12 ივნისის მშვიდობიანი აქცია. ტვერის ქუჩაზე ოპოზიციური მსვლელობის დროს პოლიციამ დააკავა აქციის 900-ზე მეტი მონაწილე. თავად ალექსეი ნავალნი 25 დღით არის დაკავებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG