Accessibility links

მოსკოვში სასამართლომ ხუთი დღით პატიმრობა შეუფარდა ნავალნის საარჩევნო შტაბის უფროსს


მოსკოვში სასამართლომ ხუთი დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბის უფროსს, ლეონიდ ვოლკოვს. მას ბრალად წაუყენეს მოსკოვში 12 ივნისს საპროტესტო გამოსვლის დროს აქციის ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევა. 21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ვოლკოვი პოლიციაში დაკითხვაზე გამოიძახეს. ნავალნიმ და მისმა გუნდმა 11 ივნისს მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ მოსკოვში აკადემიკოს სახაროვის პროსპექტის ნაცვლად ცენტრში, ტვერის ქუჩაზე ჩაეტარებინათ 12 ივნისის მშვიდობიანი აქცია. ტვერის ქუჩაზე ოპოზიციური მსვლელობის დროს პოლიციამ დააკავა აქციის 900-ზე მეტი მონაწილე. თავად ალექსეი ნავალნი 25 დღით არის დაკავებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG