Accessibility links

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებში შესატან ცვლილებებს. 22 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობამ 115 ხმით, პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო კანონპროექტები. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, „ევროპულმა საქართველომ,“ „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.“ მათი და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, 2024 წლამდე გადადოს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ამავე მიზეზით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემდგომ განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ძირითადმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

XS
SM
MD
LG