Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ 12 ადამიანი მოკლა


ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის მძლავრ აფეთქებას სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში, ბალუჩისტანის პროვინციაში. აფეთქებამ, რომელიც ყეტაში, პროვინციის პოლიციის უფროსის ოფისთან მოხდა, დააშავა 20 პირი, მეზობელ შენობებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, იტყობინება პოლიციის წარმომადგენელი, შაჰზადა ფარჰათი. დახოცილთაგან ოთხი პოლიციელია. დაშავებულთა შორისა ცხრა პოლიციელია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მანქანა მოძრაობისას აფეთქდა და იკვლევენ, მოაწყო თუ არა თავდასხმა თვითმკვლელმა.

XS
SM
MD
LG