Accessibility links

აშშ: უკრაინელი სეპარატისტები ზეწოლას ახდენენ საერთაშორისო მეთვალყურეებზე


აშშ-მა დაადანაშაულა უკრაინელი სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს, რომ ისინი „ძალადობას და ზეწოლას“ მიმართავენ საერთაშორისო მეთვალყურეების წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ ვერ აღნუსხონ მათ ზავის პირობების დარღვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰეთერ ნაუერტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად არის შეშფოთებული ვითარების გამო. მან სეპარატისტების შესახებ განაცხადა, რომ „რუსეთი უჭერს მხარს“, „რუსეთი აფინანსებს“ და „რუსეთი წვრთნის“. ნაუერთის თქმით, 20 ივნისს სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ეუთოს ავტომანქანას, რომელსაც მეთვალყურეები გადაჰყავდა. აპრილში კი ესროლეს ამერიკელ სანიტართა მანქანას, რომლებიც მეთვალყურეებს ახლდნენ.

XS
SM
MD
LG