Accessibility links

პაკისტანში აფეთქებამ 13 ადამიანი მოკლა


ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის მძლავრ აფეთქებას სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში, ბალუჩისტანის პროვინციაში. აფეთქებამ, რომელიც ყეტაში, პროვინციის პოლიციის უფროსის ოფისთან მოხდა, დააშავა 20 პირი, მეზობელ შენობებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, იტყობინება პოლიციის წარმომადგენელი, შაჰზადა ფარჰათი. დახოცილთაგან ოთხი პოლიციელია. დაშავებულთა შორისაა ცხრა პოლიციელი. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მანქანა მოძრაობისას აფეთქდა და იკვლევენ, მოაწყო თუ არა თავდასხმა თვითმკვლელმა.

XS
SM
MD
LG