თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლთათვის, დედებისა და ბავშვებისთვის
30 მაისს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი, რომელში მოხვედრაც მსხვერპლის სტატუსის გარეშეც არის შესაძლებელი. სერვისები გათვალისწინებულია ასევე ბავშვის მიტოვების პრევენციის თვალსაზრისით. რა სახის სერვისებს სთავაზობს თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს და როგორ ეხმარება მათ, დაიწყონ ცხოვრება ახლიდან - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: ია ხუციშვილი - ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის ადმინისტრატორი და მანანა ფურცხვანიძე - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.
დაწერეთ კომენტარი