Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: ბრიტანეთის შემოთავაზება მოლოდინს არ ამართლებს


ევროკავშირის საბჭოს თამჯდომარემ ტუსკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის შეთავაზება ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებების შესახებ, როცა ის დატოვებს ბლოკს, ჩვენს იმედებს არ ამართლებსო. საფრთხე, ტუსკის თქმით, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას აუარესებს. ტუკსმა ამის შესახებ განაცხადა ბრიუსელში, ორდღიანი სამიტის დროს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ბრიტანეთის გეგმებს კარგი დასაწყისი, მაგრამ არა გარღვევა უწოდა. თვითონ ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ თქვა, რომ მის მიერ შეთავაზებული წინადადებები "სამართლიანი და სერიოზულია". ბრიტანეთის უფრო დეტალური გეგმას პარლამენტს წარუდგენენ 26 ივნისს. ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბრექსიტზე მოლაპარაკება ამ კვირაში დაიწყეს.

XS
SM
MD
LG