Accessibility links

საქართველოში ირჩევენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლეებს


24 ივნისს საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად არჩეული არიან მოსამართლეები: ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია. საქართველოს მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციაზე ოთხივე წევრს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. კონფერენციის დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე სამი წევრის არჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურა ორმა მოსამართლემ დააყენა. ლევან მურუსიძის შემცვლელად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე დასახელდნენ.

XS
SM
MD
LG