Accessibility links

პრემიერ-მინისტრმა მიანიშნებით ისაუბრა კახა კალაძის „საინტერესო პოლიტიკურ გეგმებზე“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს „ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის“ და მიანიშნა, რომ მას „ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს“. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 24 ივნისს განაცხადა, “შუახევიჰესის” მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. თუმცა მმართველ პარტიას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG