Accessibility links

სერბიაში პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართა ლგბტ აქტივისტების აქცია


24 ივნისს პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ გაიმართა რამდენიმე ათეული გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი აქტივისტის მსვლელობა სერბიის დედაქალაქ ბელგრადში. დემონსტრანტებს მოჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „გვსურს ადამიანური და ღირსეული ცხოვრება“ და „მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“. ლგბტ აქტივისტები ხმამაღლა უცხადებდნენ მხარდაჭერას პირველად ღიად გეი პრემიერ-მინისტრის შესაძლო არჩევას კონსერვატიულ ბალკანურ ქვეყანაში, სადაც ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფები ჯერ კიდევ ხშირად ძალადობენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე. სერბიის პარლამენტში მიმდინარეობს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურა. საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში მთავრობას პირველად უხელმძღვანელებს 41 წლის ანა ბრნაბიჩი, პირველი ღიად ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც წინა მთავრობაში სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG