Accessibility links

148 კაცი დაიღუპა პაკისტანში ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად


პაკისტანში საწვავით სავსე ცისტერნაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 148 კაცი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, მძღოლმა დაკარგა კონტროლი, რის შედეგადაც ტანკერი მკვეთრ მოსახვევში ამობრუნდა. ინცინდენტი სიდიდით მესამე ქალაქ მულტანიდან 100 კილომეტრის დაშორებით 25 ივნისს მოხდა. პოლიცია შეეცადა გადაეკეტა ინცინდენტის ადგილთან მისასვლელი გზები, მაგრამ კორდონი გაარღვია ადგილობრივი სოფლების ასობით მცხოვრებლებმა, რომლებიც ცდილობდნენ ნავთობის შეგროვებას დაზიანებული ცისტერნიდან. ადგილობრივი ტელევიზიებისა და ანონიმური თვითმხილველების ცნობით, რამდენიმე ადამიანი სიგარეტს ეწეოდა გადატრიალებული ბტანკერის გარშემო, რაც, სავარაუდოდ, გახდა ხანძრის მიზეზი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG