Accessibility links

ალბანეთში პარლამენტის არჩევნები ტარდება


25 ივნისს პარლამენტის არჩევნები ტარდება ალბანეთში, რომელსაც სურს განამტკიცოს საკუთარი იმიჯი ევროკავშირის წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინ. მმართველი სოციალისტური პარტია და მისი მეტოქე დემოკრატები, გავრცელებული ინფორმაციით, მოიპოვებენ პირველ-მეორე ადგილებს ორმილიონ ნახევრიან ქვეყანაში, რომელიც უკვე არის ნატოს წევრი. ალბანეთმა ევროკავშირი წევრის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა 2014 წელს, თუმცა გაწვერიანების პროცესი შეაფერხა რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის არასაკმარისმა რეფორმებმა საარჩევნო კანონმდებლობაში. არჩევნების წინ, ალბანელი დემოკრატები ბოიკოტითაც კი იმუქრებოდნენ, თუ თანამდებობას არ დატოვებდა სოციალისტების პრემიერ-მინისტრი ედი რამა, რომლის გადადგომაც, ოპოზიციის რწმენით, უზრუნველყოფდა არჩევნების სამართლიანობას. აშშ-ისა და ევროკავშირისშუამავლობით მაისში მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება არჩევნების თაობაზე, რაც ოპოზიციას პროცესზე დაკვირვების უფრო მეტ შესაძლებლობას ანიჭებს. პარლამენტის არჩევნები ალბანეთში ევროპის დროით 17:00-საათზე დასრულდება. წინასწარი შედეგები კი 26 ივნისს გახდება ცნობილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG