Accessibility links

კვლავ იზრდება დაღუპულთა რაოდენობა პაკისტანში პარასკევს მომხდარი აფეთქებების შედეგად


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით 67-მდე გაიზარდა ქალაქ ფარაჩინარში პარასკევს, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მთლიანობაში კი ქვეყნის მასტშაბით ერთ დღეს მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიხოცა 85 კაცი. ექიმების თქმით, ეს ციფრი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში მკურნალობენ 261 დაჭრილს, რომელთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. უპირატესად შიიტებით დასახლებულ ქალაქ ფარაჩინარის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა იკისრა სუნიტურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ლაშქარ ე ჯანგვიმ". იმავე დღეს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში, ბალუჩისტანის პროვინციაში ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის მძლავრ აფეთქებას, რომელიც ყეტაში, პროვინციის პოლიციის უფროსის ოფისთან მოხდა. დახოცილთაგან ოთხი პოლიციელია. ყეტაში მომხადარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თალიბანის განშტოებამ "ჯამათ ულ აჰრარმა" იკისრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG