Accessibility links

ამერიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ ზეწოლა მოახდინოს ინდოეთის ლიდერზე


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც სტუმარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს. ამ შეხვედრების ფონია კონგრესის ლიდერთა ზეწოლა თეთრ სახლზე, რათა შემსუბუქდეს სავაჭრო და საინვესტიციო ბარიერები ამერიკული ბიზნესისათვის, რომელსაც ინდოეთის ბაზარზე გასვლა სურს. 24 ივნისის წერილში, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის გახსნის მიზნით შესაბამისი ზეწოლა მოახდინოს ინდოეთის ლიდერზე. „ინდოეთის ეკონომიკის ბევრ სექტორში მეტისმეტად და არასამართლიანად არის გამეფებული პროტექციონიზმი, ხოლო ინდოეთი კვლავ რჩება რთულ ადგილად ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესისათვის“, - წერენ ტამპისადმიმიმართვაში ამერიკელი კანონმდებლები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG