Accessibility links

ოთხი კაცი დაიჭრა თბილისის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად


ოთხი ადამიანი დაიჭრა 25 ივნისს თბილისის ერთ-ერთ რაიონში, ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან” მომხდარი თავდასხმის შედეგად. ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, დაშავებულები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ 2 თავდამსხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. თვითმხილველთა თქმით, დაჭრილთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ორის - მსუბუქად, კიდევ ერთს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც დასჭირდათ. დაპირისპირება, რომლის მიზეზიც უცნობია, თავდამსხმელებსა და დაჭრილებს შორის, სავარაუდოდ, გუშინ დაიწყო.

XS
SM
MD
LG