Accessibility links

ეგზიტპოლის თანახმად, ალბანეთში საპარლამენტო უმრავლესობა სოციალისტებმა გაინაღდეს


ეგზიტპოლის თანახმად, ალბანეთში საპარლამენტო უმრავლესობა გაინაღდეს ალბანეთის მმართველმა სოციალისტებმა. ეს არჩევნები მიიჩნევა ევროკავშირთან ალბანეთის ურთიერთობის მომავლის მნიშვნელოვან ეტაპად. მაუწყებელი „ორა ნიუსი“, ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრს, ელი რამას სოციალისტები მიიღებენ ხმების 45-49 პროცენტს, რაც საკმარისი იქნება 140 ადგილიან პარლამენტში 71-75 ადგილის მოსაპოვებლად. ცენტრისტ-მემარჯვენე დემოკრატებმა ლულზიმ ბაშას მეთაურობით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელია, 30 პროცენტი მოიპოვეს, ამავე შეფასების თანახმად. საბოლოო ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუ ვარაუდები გამართლდა, 52 წლის პროევროპელი, რომა, მოახერხებს კოალიციური პარტნიორის გარეშე განსაზღვროს პოლიტიკური დღის წესრიგი ალბანეთში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG