Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს ძალები მოსულის ძველ ქალაქში მიიმწყვდიეს


ერაყში, აშშ-ის მხარდაჭერით ერაყის ძალებმა ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები მიიმწყვდიეს მოსულის ძველ ქალაქში. რვა თვიანი ბრძოლის ბოლო ახლოვდება. ვიცეპოლკოვნიკმა სალამ ალ ობეიდიმ განაცხადა, რომ ძველი ქალაქის 65-70 პროცენტი გათავისუფლებულია. მისი თქმით, მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა დასაბრუნებელი. ოფიცერი ლაპარაკობდა ძველ ქალაქში, სადაც იმყოფება ცნობილი ალ ნუსრის დიდი მეჩეთი, რომელიც ახლახან „ისლამურმა სახელმწიფომ“ ააფეთქა. მოსულის ძველი უბნის, და მთლიანად მოსულის გათავისუფლება „ისლამურ სახელმწიფოზე“მნიშვნელოვანი გამარჯვებაა სამი წლის შემდეგ მას მერე, რაც ექსტრემისტულმა გაერთიანებამ ერაყის მეორე ქალაქი დაიკავა და რომლის უდიდეს მეჩეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მმართველმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ პარასკევის ლოცვაზე ისლამური „ხალიფატის“ შექმნა გამოაცხადა სირიასა და ერაყში.ახლა აშშ-ის არმიის დახმარებით მოსულის უდიდესი ნაწილიდან ექსტრემისტები განდევნილი არიან. სირიაში გამარჯვებასთან ახლოს არიან არაბთა დუ ქურთთა ერთიანი ძალები, რომლებიც აშშ-ის მეთაურობით იბრძვიან ქალაქ რაყის ასაღებად.

XS
SM
MD
LG