Accessibility links

ტერეზა მეიმ მიაღწია შეთანხმებას საპარლამენტო კოალიციის შესახებ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ 26 ივნისს მიაღწია შეთანხმებას ჩრდილოეთი ირლანდიის დემოკრატიულ უნიონისტთა პარტიასთან, მისი უმცირესობის მთავრობის მხარდასაჭერად პარლამეტში, სადაც, ამ კვირაში მეის საკანონმდებლო დღის წესრიგი უნდა დაამტკიცონ. შეთანხმების მიხედვით, მეის კონსერვატულმა მთავრობამ ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკაში უნდა გააფართოვოს ინვესტიცია მისი გაძლიერების მიზნით, სახსრები ჩადოს ინფრასტრუქტურის, სამედიცინო მომსახურეობის და განათლების სფეროებში. ეს შეთანხმება მეის სჭირდება რათა გადარჩეს მისი მთავრობა, კატასტროფული ვადამდელი არჩევნების შემდეგ, როცა მისმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. ჩრდილო-ირლანდიელების ათი მანდატის გარეშე, მეის კონსერვატული მთავრობა ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, რომელიც მას სჭირდება. შოტლანდიის და უელსის ხელმძღვანელებმა გააკრიტიკეს მეი იმის გამო, რომ შეასუსტა გაერთიანებული სამეფოს კავშირები იმით, რომ ფული „გადაყარა“თავის მთავრობისთვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG