Accessibility links

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აღადგინა ტრამპისეული მოგზაურობის აკრძალვა


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბლოკავდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შემოღებას ზოგიერთი მაჰმადიანური ქვეყნის მოქალაქეთათვის. 90-დღიანი აკრძალვა ეხება ექვსი მაჰმადიანური ქვეყნის მოქალაქეებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ნაწილობრივ ამოქმედდება. სასამართლომ გამონაკლისი დააწესა გარკვეული იმ კატეგორიის უცხოელთათვის, ვისაც „ნამდვილი ურთიერთობა“ აქვს აშშ-ში მცხოვრებ პირთან. ხელმოუწერელი განცხადებით, სასამართლო თანახმაა, საწინააღმდეგო არგუმენტები მოისმინოს ოქტომბერში. აკრძალვა შეეხება ირანის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ში ჩასვლას მოისურვებენ. ტრამპის თანახმად, ასეთი აკრძალვა საჭიროა აშშ-ის სახელმწიფო უშიშროებისთვის. მისი კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს აქტი საგანგებოდ გამოყოფს მაჰმადიანებს, რითაც ირღვევა აშშ-ის კონსტიტუცია.

XS
SM
MD
LG