Accessibility links

მაკრონს და პოროშენკოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლის იმედი აქვთ


პარიზში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა იქნება მიღწეული. ემანუელ მაკრონმა და პეტრო პოროშენკომ 26 ივნისს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ისინი მოელიან უკრაინის შესახებ „ნორმანდიის ფორმატში“ შეხვედრას ამ თვის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში. ამ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ რუსეთი, უკრაინა, გერმანია და საფრანგეთი. პოროშენკომ განაცხადა, რომ ბევრად უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ. მიკრონმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იზიარებს მის მიდგომას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.

XS
SM
MD
LG