Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცდაათზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელებს


საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის გამო, 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს. წერილში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ იღებს კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებული და შეფასებულია მხოლოდ მის მიერ და არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის და უცხოელი ექსპერტების განსხვავებული მოსაზრებები. არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა მთავარი დაპირება, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. წერილის ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებითვე, მმართველი პარტიის საზიანო ქმედებებს აუცილებლად ექნება უარყოფითი ზეგავლენა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და საბოლოო ჯამში, წარმოადგენს პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას. „მოგმართავთ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის მუდმივ და მტკიცე მხარდამჭერს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაგვეხმაროთ, შევარბილოთ და თავიდან ავიცილოთ საქართველოში მიმდინარე არახელსაყრელი მოვლენები, სანამ პარლამენტმა საბოლოოდ არ განიხილა და მიიღო ახალი კონსტიტუცია და მეტად მკაფიო და ძლიერი გზავნილები მიაწოდოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მიმართული მსგავსი ტენდენციები შეუთავსებელია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებთან“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ღია წერილში.

XS
SM
MD
LG