Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლის საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები საჯარო გახდება გამოძიების შუალედური შედეგების გამოქვეყნებისას


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის მასალებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები საჯარო გახდება გამოძიების შუალედური შედეგების გამოქვეყნებისას. ამასთან, შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ შუალედური შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ქართველი გამომძიებლები დაკითხავენ აფგან მუხთარლის. ”ჩვენ მივმართეთ აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყებებს და ველოდებით, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი, რადგან ვიხილეთ მისი განცხადებები ცალკეულ საკითხებზე და სრული სურათისთვის საჭიროა გვქონდეს დეტალური ჩვენება“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს შალვა ხუციშვილმა. მისივე თქმით, ვიდეოკამერების ჩანაწერები საქმის ერთი კომპონენტია და უკვე დაკითხულია ასზე მეტი მოწმეც.

XS
SM
MD
LG