Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ინდოეთის ლიდერები პაკისტანს მოუწოდებენ, შეაჩეროს ტერაქტები


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი პაკისტანს მოუწოდებენ, მიმართოს ზომებს, რომ მისი ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტერაქტების მოსაწყობად. დელი პაკისტანში მყოფ ექსტრემისტებს აკისრებს პასუხისმგებლობას ბოლო წლებში ინდოეთის ტერიტორიაზე მოწყობილი თავდასხმებისათვის. თეთრ სახლში გამართული შეხვერის შემდეგ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გააქტიურდება თანამშრომლობა ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ. „უსაფრთხოების სფეროში აშშ-ისა და ინდოეთის პარტნიორობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ორივე ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ტერორიზმის ბოროტება და ორივეს მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავანადგუროთ ტერორისტული ორგანიზაციები და რედიკალური იდეოლოგია, რომელიც მათ ამოძრავებს. ჩვენ გავანადგურებთ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG