Accessibility links

სირიაში 60-მდე ადამიანი დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ ციხეზე საჰაერო თავდასხმის შედეგად


სირიაში, სულ ცოტა, 57 ადამიანი დაიღუპა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ციხეზე საჰაერო თავდასხმისას, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განახორციელა. ამ ცნობას ავრცელებს ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია". მისი ინფორმაციით, 42 პატიმარი და 15 ექსტრემისტი არიან აღმოსავლეთ სირიაში, ალ-მაიადინთან მდებარე ციხეზე 26 ივნისის საჰაერო თავდასხმისას დაღუპულებს შორის. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი კოალიციის პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა ჯო სკროკამ კი განაცხადა, რომ 25 და 26 ივნისს განხორციელდა საჰაერო დარტყმები, რომლებიც მიმართული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ სარდლობისა და სხვა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG