Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან იუწყებიან მთავრობაზე, ბანკებზე, სამრეწველო კომპანიებსა და აეროპორტზე კიბერთავდასხმების შესახებ


უკრაინიდან იუწყებიან მთავრობაზე, ბანკებზე, მსხვილ სამრეწველო კომპანიებზე, ფოსტასა და კიევის საერთაშორისო აეროპორტზე კიბერიერიშების შესახებ. კიბერიერიშებზე ცნობები ვრცელდება კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან და რუსეთიდან. უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო ფეისბუკში წერს, რომ მინისტრთა კაბინეტში ყველა კომპიუტერი დაბლოკილია და ეკრანზე ჩანს გაფრთხილება, რომ კომპიუტერის დახურვის შემთხვევაში მონაცემები წაიშლება. როგორც ჩანს, ჰაკერული თავდასხმის სამიზნეა უკრაინის რამდენიმე ბანკიც. უკრაინის ცენტრალური ბანკი მიზეზად ასახელებს „უცნობ“ კომპიუტერულ ვირუსს. კიბერთავდასხმაზე იუწყება რამდენიმე ენერგოკომპანიაც. კიევის ბორისპოლის აეროპორტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პავლო რიაბკინი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა ხორციელდება აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზე და ფრენის დიგიტალურ განრიგზე, რასაც შესაძლოა რეისების დაყოვნება მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG