Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ქვეყანა, პირველ რიგში უკრაინა, კიბერთავდასხმების სამიზნე გახდა


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ გროისმანმა „უპრეცედენტო“ უწოდა კიბერთავდასხმას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება. თუმცა, გროისმანის თქმით, „სასიცოცხლო სისტემებს“ არაფერი დაშავებიათ. 27 ივნისს, მართალია, ჯერ უკრაინა ჩანდა კიბერთავდასხმის სამიზნე - ჰაკერული იერიშები მოეწყო მთავრობის კომპუტერებზე, ბანკების, წამყვანი სამრეწველო კომპანიების, კიევის საერთაშორისო აერპორტის, კიევის მეტროს ვებსაიტებზე - მაგრამ მალე გაირკვა, რომ კიბერიერიშები მიმართულია სხვა ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთისა და რუსეთის და საერთაშორისო კომპანიების წინააღმდეგაც. უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო ფეისბუკში წერს, რომ მინისტრთა კაბინეტში ყველა კომპიუტერი დაბლოკილია და ეკრანზე ჩანს გაფრთხილება, რომ კომპიუტერის დახურვის შემთხვევაში მონაცემები წაიშლება. როგორც ჩანს, ჰაკერული თავდასხმის სამიზნეა უკრაინის რამდენიმე ბანკიც. უკრაინის ცენტრალური ბანკი მიზეზად ასახელებს „უცნობ“ კომპიუტერულ ვირუსს. კიბერთავდასხმაზე იუწყება რამდენიმე ენერგოკომპანიაც. კიევის ბორისპოლის აეროპორტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პავლო რიაბკინი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა ხორციელდება აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზე და ფრენის დიგიტალურ განრიგზე, რასაც შესაძლოა რეისების დაყოვნება მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG